დღევანდელი ვაჭრობაზე 1$=2.6229₾ დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი უფრო მყარი ბოლოს 2023 წლის 23 აგვისტოს იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი 0.0017 ლარით გაუფასურდა და მისი ოფიციალური ღირებულება 2.6229 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული საარქივო მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით უფრო მყარი (1$=2.6215₾) ბოლოს 2023 წლის 23 აგვისტოს იყო.

ევრო 0.0041 ლარით გამყარდა და მისი ღირებულება 3.026 ლარი გახდა.