NULL

ბრიტანული კომპანია Robin monotti architects-ი, რომელმაც საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან ბიზნეს ცენტრი დააპროექტა, იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის მთავრობას პროექტისადმი ინტერესი დაუბრუნდება.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მერია პროექტის განახლების გადაწყვეტილებას მიიღებს და კომპანია პროექტის დიზაინის შემდეგ ეტაპზე გადავა. ამასთან, Robin monotti-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დადასტურება არ აქვთ.

არქიტექტურული კომპანია Robin monotti ლონდონშია დაფუძნებული. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ბიზნეს ცენტრის პროექტი თბილისში 2013 წელს შეიქმნა. პროექტის მიხედვით შენობა საქართველოს ბანკის სათაო ოფისის დიზაინს ერწყმის, 16-სართულიანი ბიზნეს ცენტრი შუშის იქნება და მას მზის ენერგიის 30%–ის არეკვლის უნარი ექნება. არქიტექტურული გეგმის მიხედვით ყველა სართულზე დასასვენებელი ზონა მოეწყობა.

commersant.ge

The post ბრიტანული კომპანია საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან ბიზნეს ცენტრს ააშენებს appeared first on iBusiness.