42 ქვეყანა, 700 სპორტსმენი, სათხილამურო ფედერაციები, სპორტის გულშემატკივრები, საერთაშორისო მედია დღეს ბაკურიანს სტუმრობს. 

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის  მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით 30 მედალს გაათამაშებს. 19 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონი არეალსის დისციპლინაში აშშ-ს ფრისტაილის გუნდი გამოვლინდა, პარალელურ გიგანტურ სლალომში: ქალებში - იაპონიამ, კაცებში - პოლონეთმა მიიღეს ოქროს მედლები.

ბოლო 5 წელია ბაკურიანი ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება.  კურორტს მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ტრასები, გათოვლიანების სისტემები და საბაგიროები შეემატა.  ინვესტიციების შედეგად ბაკურიანი, მსოფლიო დონის კურორტად იქცა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „უდიდესი ღირებულების მატარებელია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის პირველი პრეცენდენტი და პირველ რიგში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. დარწმუნებულები ვართ, რომ ორი კვირის განმავლობაში 5 მარტამდე ბაკურიანი იტყვის ახალ სიტყვას, საერთაშორისო მსოფლიო სათხილამურო ინდუსტრიაში და გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, სწორი პოზიციონირებას, რაც მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორს.“ -

მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოში და ამ სპორტული მოვლენის  წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია საქართველოს სათხილამურო ფედერაციას უდგას მხარში, მისი გენერალური სპონსორია.

„აღსავსე ვარ სიამაყით და ბედნიერებით, რომ ჩვენი ამდენწლიანი შრომა, დაგვირგვინდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით. უდიდესი ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ A კლასის საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარებულიყო საქართველოში.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობას ჩვენი ინიციატივის ნდობისთვის, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

კომპანია სილქნეტი დაარსების დღიდან მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას. ყველა შეჯიბრი და ტურნირი, რომელსაც სათხილამურო ფედერაცია კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით ატარებდა და ატარებს, ქვეყნის მსოფლიო სპორტულ რუკაზე სათანადო ადგილის დამკვიდრებას უწყობს ხელს.  მსოფლიო ჩემპიონატის, ბაკურიანი 2023-ის  წარსადგენად კომპანია 5 წლის მანძილზე ემზადებოდა.

„ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი ნახტომი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე, გაიზრდება ნდობა და  მთელი მსოფლიო უკეთ გაიცნობს ჩვენს ქვეყანას, მის პოტენციალს. ათ წელზე მეტია სილქნეტის ბრენდი უკავშირდება სამთო სათხილამურო სპორტს.  კომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა მსოფლიო ჩემპიონატის წარდგენით, ბაკურიანში 2023 წელს დაგვირგვინდა“ - განაცხადა  სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჯავახიშვილმა.

მსოფლიოს ჩემპიონები სამი სახეობის შვიდ დისციპლინაში გამოვლიდებიან. საქართველოსაც ეყოლება  ექსტრემალურ სახეობებში საკუთარი ათლეტები - სამი მათგანი ბაკურიანიდან არის.  საერთაშორისო მედიის ტრანსლირებით, 160 მილიონ ტელე მაყურებელს საშუალება ექნება თვალი ადევნოს ბაკურიანი 2023-ის მიმდინარეობას.

საგანგებოდ ჩემპიონატისთვის ბაკურიანში მოეწყო „ჩემპიონატის სოფელი, სადაც ყველა ასაკის სტუმარს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდება ყოველდღიურად. ტერიტორიაზე მოწყობილია სილქნეტის გაყიდვების კუთხე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება მსოფლიო ჩემპიონატის ბრენდირებული აქსესუარების შეძენა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია. ტრანსლირების თვალის მიდევნება შესაძლებელია „ევრონიუს ჯორჯიას“, „სილქ უნივერსალის“, Silk Sport, მაუწყებლის და „ევროსპორტის“ არხებზე.