კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო.
კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში - 133 ადამიანი გაემგზავრა. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს. - ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.