ტურიზმის ეროვნული სააგენტო რეზიდენტობის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობათა შესახებ 2022 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს 4 199 325 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2 991 717-ით ანუ 1,7-ჯერ ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (7 191 042).

2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ისევე როგორც 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან ჰყავდა.

2022 წლის თერთმეტ თვეში რუსეთიდან საქართველოს 997 744 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 406 255) 408 511-ით ნაკლებია.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად (1 265 775-ით) შემცირდა აზერბაიჯანიდან. ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით შემცირებულია აგრეთვე:

სომხეთიდან - 564 422-ით
რუსეთიდან - 408 511-ით
თურქეთიდან - 349 375-ით
პოლონეთიდან - 45 192-ით
უკრაინიდან - 40 792-ით
გერმანიიდან - 40 071-ით
ჩინეთიდან - 38 835-ით
ირანიდან - 36 791-ით
გაერთიანებული სამეფოდან - 15 876-ით

2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რიცხოვნობა გაიზარდა (1 100და მეტი კაცით) შემდეგი ქვეყნებიდან:

ბელარუსიდან – 60 794-ით
საუდის არაბეთიდან – 43 029-ით
უზბეკეთიდან – 28 614-ით
ყაზახეთიდან – 19 372-ით
იორდანიიდან – 5 976-ით
ტაილანდიდან – 5 262-ით
სირიიდან – 4 332-ით
ისრაელიდან – 2 980-ით (191 603-დან 194 583-მდე)
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან – 2 207-ით
იემენიდან – 2 169-ით
ყირგიზეთიდან – 1 400-ით
სუდანიდან – 1 375-ით
პალესტინიდან – 1 343-ით