NULL

ერთი დამფუძნებელი – როგორც ერთ დამფუძნებელს თქვენ ძალიან ცოტა შანსი გაქვთ, იმის რომ ინვესტორისგან დაფინანსება მიიღოთ. საკმაოდ ბევრი წარმატებული კომპანიის სათავეში სწორედ ორი დამფუძნებელი ფიგურირებს.

ცუდი მდებარეობა – თქვენს სახლს შეგიძლიათ შეუცვალოთ ყველაფერი მდებარეობის გარდა. თუ თქვენს სტარტაპს ცუდი მდებარეობა აქვს, ამ ადგილის გარემოს თქვენ ვერ შეცვლით. გამოსავალი სტარტაპის სხვა ადგილას გადატანაა.

მარგინალური ნიშა – ცუდი და ბუნდოვანი ნიშის დაკავება დასაწყისშივე უკან წევს სტარტაპს. თუ თქვენ კონკურენციის გეშინიათ, ამ გზით მას თავიდან ვერ აიცილებთ.

არსებული იდეა – კარგი სტარტაპის შესაქმნელად, იდეა გადამწყვეტია. თუ თქვენ სხვისი იდეის იმიტაციას მოახდენთ ეს საქმეში ვერ დაგეხმარებათ. ყველა წარმატებული სტარტაპის ისტორია ორიგინალური და განსხვავებული იდეით იწყება.

სიჯიუტე – დამფუძნებლის მხრიდან სიჯიუტის გამოჩენა სტარტაპისთვის მთავარი შეცდომაა. დამფუძნებელმა უნდა გადაუხვიოს საკუთარ აზრს და მოვლებენს მომხმარებლის თვალით შეხედოს.

ცუდი პროგრამისტი – კარგი პროგრამისტის მოძებნა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ სტარტაპის ცხოვრებისთვის გადამწყვეტი.

არასწორი პლათფორმა – სწორი პლათფორმის შექმნა საქმეში გადამწყვეტია. მომხმარებელი არ დაგელოდებათ, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

დრო – საქმის დაგეგმილზე ადრე დაწყება ან დაგვიანება თქვენს სტარტაპს კარგს არაფერს მოუტანს. სწორად შერჩეული დრო ყოველთვის ამართლებს.

სიჩქარე – შეიძლება საქმე კეთდებოდეს, მაგრამ დაფიქრდით თქვენი შრომა უსაფუძვლო ხომ არ არის?

სეგმენტის სწორად გათვლა – სადღაც, ვინმე აუცილებლად იქნება დაინტერესებული თქვენი შეთავაზებული პროდუქტით. ჯერ არ იცით ვინ ? უმჯობესია თუ ამას დასაწყისშივე გადაამოწმებთ.

მცირე თანხით დაწყება – თქვენი პროდუქტის პოტენციალი იმდენად წარმოჩინდება, რამდენადაც მეტ ფულს ჩადებთ მასში.

ბევრი თანხის დახარჯვა – სანამ თქვენი შემოსავალი სტაბილური გახდება ბევრი თანხის ხარჯვა კარგი იდეა არ არის. ამგვარად თქვენი ფინანსები ამოიწურება და სტარტაპის მუშაობაც შეწყდება.

დიდი შემოსავლის მიღება – ბიზნესის დასაწყისშივე დიდი ინვესტიციისა და დაფინანსების მოპოვება თავს წარმატებულად გაგრძნობინებთ. დაფიქრდით იქნებ ეს დროებითია?

ჩხუბი მენეჯმენტს შორის – დამფუძნებლებს ყოველთვის დიდი ამბიციები აქვთ, ამიტომაც მათ შორის უთანხმოება და კონფლიქტი ხშირად ხდება. საქმისთვის სასარგებლო კი მენეჯმენტის ორად გაყოფას არაფერი მოაქვს.

საქმის უგულოდ კეთება – თუ თვლით, რომ სტარტაპის გარდა თქვენს ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც ხდება, მაშინ ტქვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ არ იქნება 100 პროცენტიანი.

infographic 18