გადამუშავებული ყურძნიდან 23 ათას ტონამდე რქაწითელი, 15 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მოსავალი საწარმოებს 4500-მა მევენახემ ჩააბარა.
შეუფერხებლად მიმდინარეობს სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 6,4 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 60-მდე ღვინის საწარმო, რთველის დაწყებიდან დღემდე კი ჯამურად 115 საწარმომ გადაამუშავა ყურძენი.