საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე კრევო-ასათიანის „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნას, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მივესალმები საქართველოს პატრიოტის ალექსანდრე კრევო-ასათიანის გამოსვლას ორბელიანის სასახლიდან და "ნაციონალური მოძრაობის" გუნდთან შეერთებას“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ალექსანდრე კრევო-ასათიანი პარტიის საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.