ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს ამის შესახებ.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა რუსთავის პენიტენციარული დაწესებულებიდან.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის პირდაპირ ტელევიზიაში მისვლას აპირებს და შემდეგ რას იზამს, ამაზე არ უფიქრია ჯერ.

მან მიმართა პრეზიდენტსაც. 

სალომე ზურაბიშვილი არ  უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უფრო სწორად მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მითუმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის" ამბობს ნიკა გვარამია.