გუშინ უკრაინელებმა ჩაძირეს დიდი სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი", რომელმაც 2008 წელს დესანტი გადმოსხა ოჩამჩირეში - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

გუშინ უკრაინელებმა ჩაძირეს დიდი სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი", რომელმაც 2008 წელს დესანტი გადმოსხა ოჩამჩირეში.

მანამდე მათ რუსეთის ფლოტის ფლაგმანი "მოსკვა" გაანადგურეს, რომელმაც 2008 წელს რაკეტებით დაბომბა კოდორის ხეობა. უწიათ ცოდვებმა!