შემთხვევა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.

როგორც „აიპრესს“  შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 54 წლის მამაკაცი.