სოფელ მაზაშში დასრულდა  (ჟამათშერის უბანში), 523 გრძივ მეტრზე, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, რომელიც შ.პ.ს ,,ა.მ.ჯ’’ ჯგუფმა შეასრულა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 121 000 ლარს.

ასევე, დასრულდა სოფელ ხოფურში 100 გრძივ მეტრზე გზის დამცავი კედლის და სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს ,,გამა+’’ ასრულებდა, მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 9 7900ლ.


დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიამა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა მოინახულა.


,,ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში იყოს მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  ამ კუთხით არაერთი პროექტი განხორციელდა,  რაც ჩვენი მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.’’- მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი.