ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, გეგმავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტების დაჯილდოებას, რომლებმაც 2023 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღეს 100%-იანი გრანტი (არ იგულისხმება უფასო ფაკულტეტები და ჩაბარების შემდგომ მოპოვებული შიდა გრანტი).

დაინტერესებულ პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი; სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ დასაბანკო რეკვიზიტები (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები).
დოკუმენტები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში 5 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) მიიღება.