„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ის კამპანია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ააგორა, არის მიზანმიმართული ორგანიზებული კამპანია, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ გაჩუმებას ემსახურება, რადგან იგივე საქმეებზე, დავით კეზერაშვილს ორივე ინსტანციის სასამართლო აქვს მოგებული 2017 წელს;

„ამ ხელისუფლების სასამართლოს პირობებში, როდესაც მათ ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ 2017 წელს კეზერაშვილმა მოიგო ორი ინსტანციის სასამართლო. მაშინ, როდესაც ტვ „ფორმულა“ არ არსებობდა და რა განსხვავება არის დღეს, მაშინ, როდესაც ტვ „ფორმულა“ ეთერშია, მუშაობს და ფუნქციონირებს 2022-23 წლებში რატომ წააგო იგივე საქმეები დათო კეზერაშვილმა საქართველოს სასამართლოში? ამ კითხვებს როდესაც დავუსვამთ ჩვენს თავს, უკვე მთელი ეს ე.წ ფაზლი დგება და ძალიან მარტივი გამოსაცნობი არის, რასთან გვაქვს საქმე - მიზანმიმართულ ორგანიზებულ კამპანიასთან.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, BBC აქვეყნებს გამოძიებას ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული

ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან