„ევროკავშირის ერთ-ერთი რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ.  დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამეწნტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს არამედ, მაშველებსაც კი.

„რა თქმა უნდა ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.