ჰოკეის ნაციონალური ლიგის მატჩი ჩხუბით დასრულდა (ვიდეო)

ნაციონალური ჰოკეის ლიგის პლეიოფის მერვედფინალურ მატჩში, "კალგარი ფლეიმსისა" და "ვანკუვერ კენაკსის" მოთამაშეებმა მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს.

ჩხუბი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა და დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა.

ჩხუბის ინიციატორი "კალგარი" მოთამაშე გახლდათ, რომელმაც მოწინააღმდეგეს ხელი კრა და თამაში გააჩერა. საბოლოო ჯამში, ჩხუბში ჩაერთო ყველა ჰოკეისტი.

მსაჯებმა ორივე გუნდს 132 წუთიანი შტრაფი გამოუწერეს.

საბოლოოდ ანგარიში "ვანკუვერის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად