დღეიდან, ფრანგებს ელექტროენერგიის გადასახადი 10%-ით გაეზრდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო მომხმარებლის წლიური გადასახადი 1640 ევროდან 1800 ევრომდე გაიზრდება.

მიუხედავად ამისა, მთავრობა ირწმუნება, რომ ის კვლავ გააგრძელებს თანადაფინანსებას ოჯახებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის, თუმცა პროცენტული მონაცემები აქაც შეიცვლება. ადრე არსებული 43%-ის ნაცვლად იქნება 37 პროცენტი. ხელისუფლება ამბობს, რომ გადასახადების გაზრდის მიუხედავად, საფრანგეთი კვლავ დარჩება ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნად ევროპაში.

თუმცა გადაწყვეტილებაში განმარტებულია ისიც, რომ ეს შეღავათი შეეხებათ მხოლოდ იმ ოჯახებს და მცირე მეწარმეებს, რომლებიც 36 კილოვოლტ-ამპერზე ნაკლები სიმძლავრის მრიცხველებს გამოიყენებენ.

რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენს, ისინი გადასახადს ახალი საბაზრო ღირებულებით გადაიხდიან.