კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი აზერბაიჯანში მილი მეჯლისის წევრს, ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოს წარმომადგენელს, სოლტან მამედოვს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ფონდის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პრიორიტეტს კულტურისა და განათლების სფეროები წარმოადგენს და ამ მიმართულებით მას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, საქართველოში.

 

ფონდის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ელისო ბოლქვაძეს ორი ერის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის როგორც საპარლამენტო კომიტეტის დონეზე ურთიერთობების გაღმრმავებისა და თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე აზებაიჯანელი ნიჭიერი ახალგაზრდების საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერისთვის.

 

მხარეებმა მომავალში ერთობლივი კულტურული პროგრამების განხორციელებისა და მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე და ჰეიდარ ალიევის ფონდის წარმომადგენლები.