აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კენჯი გოტოს მკვლელობას გამოეხმაურა

სირიაში, 47 წლის ჟურნალისტის, კენჯი გოტოს მკვლელობის ფაქტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს, ტერორისტული დაჯგუფების, „ISIL-ის“ მიერ იაპონიის მოქალაქის, ჟურნალისი კენჯი გოტოს მკვლელობას. ბატონო გოტო მამაცურად ცდილობდა, გარესამყაროსთვის ეჩვენებინა, სირიის მცხოვრებთა მძიმე მდგომარეობა. ჩვენ ვდგავართ ბატონი გოტოს ოჯახისა და ახლობლების გვერდით და სოლიდარობას ვუცხადებთ ქვეყნის პრემიერმინისტრსა და იაპონელ ხალხს. ჩვენ მივესალმებით იაპონიის მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას, ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში, მათ შორის კონფლიკტურ რეგიონებში, უდანაშაულო დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას. გაფართოებლი კოალიციისა და პარტნიორების ერთად დგომით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს გადამჭრელი ზომების მიღებას, რათა ბოლო მოუღოს „ISIL-ის“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად