საფრანგეთის ლიგა 2-ში მეცამეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ პარიზს ესტუმრა და სატურნირო ცხრილში მეზობელ „რედ სტარს“ შეხვდა.

მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 6.5) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. მან გოლი 72-ე წუთზე გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

„რედ სტარი“ - „სენტ-ეტიენი“ 2:1(2:0)
გოლები: 1' და 31' დამიენ დურანი 1:0 და 2:0-, 72' ზურიკო დავითაშვილი 2:1
36-ე წუთზე საიფ ედინ ხაუიმ („რედ სტარი“) თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.