იტალიის სერია A-ში მეცამეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.

„ნაპოლიმ" სახლში „რომას" სძლია და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.

„ნაპოლი" - „რომა" 1:0(0:0)
გოლი: 54' რომელუ ლუკაკუ
ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore-ს შეფასება 6,6) 67-ე წუთზე დევიდ ნერესმა შეცვალა

„ვერონა" - „ინტერი" 0:5(0:5)
გოლები: ხოაკინ კორეა 0:1, 22' და 25' მარკუს ტიურამი 0:2 და 0:3, 31' შტეფან დე ვრეი 0:4, 41' იან ბისეკი 0:5


„მილანი" - „იუვენტუსი" 0:0


„პარმა" - „ატალანტა" 1:3(0:2)
გოლები: 4' მატეო რეტეგი 0:1, 39' ედერსონი 0:2, 49' მატეი კანჩელიერი 1:2, 75' ადემოლა ლუკმენი 1:3


„ჯენოა" - „კალიარი" 2:2(1:1)
გოლები: 8' რეზვან მარინი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 12' მორტენ ფრენდრუპი 1:1, 59' ფაბიო მირეტი 2:1, 88' რობერტო პიკოლი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2 


„კომო" - „ფიორენტინა" 0:2(0:1)
გოლები: 20' იასინ ადლი 0:1, 68' მოიზე კენი 0:2
გაძევება: 90+2 ალბერტო დოსენა („კომო", მეორე ყვითელი)


„ტორინო" - „მონცა" 1:1(0:0)
გოლები: 59' ადამ მასინა 1:0, 63' მილან ჯურიჩი 1:1