ამის შესახებ გერმანული მედიაგამოცემა tagesschau წერს.
რეგიონალურ სამაუწყებლო კომპანიათა გაერთიანების დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გერმანელების უმეტესობა უკრაინისთვის „ტაურუსის" მიწოდების წინააღმდეგია.
გამოკითხულთა 61 პროცენტი მიიჩნევს, რომ გერმანიამ უკრაინას საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსი „ტაურუსი", რომლის მოქმედების რადიუსი 500-დან 2 ათას კილომეტრამდეა, არ უნდა მიაწოდოს.
გამოკითხულთა 30% მიწოდებას მხარს უჭერს, გამოკითხულთა 27% კი მიწოდებასთან ერთად მხარს უჭერს რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ მათ გამოყენებას.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის" სამიტის კულუარებში განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილების მიუხედავად, უკრაინისთვის გერმანული ფრთოსანი რაკეტების მიწოდების წინააღმდეგია