საკანონმდებლო ორგანოს შენობას ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.
ამ წუთებში ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და ის პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.
ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი იყო პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.