გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
30 წლამდე ასაკის მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა, რასაც შურისძიება მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცეველები ამ დროისთვის იმყოფებიან.