რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმის საპასუხოდ, შეიარაღებულმა ძალებმა მიერ უახლესი საშუალო რადიუსის რაკეტა „ორეშნიკი" გამოიყენეს
„ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემა, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობით, გამოსცადეს საბრძოლო პირობებში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, მოწინააღმდეგის ხელთ არსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი", რომელიც მიზანს წამში 2-3 კმ-ის სიჩქარით (დაახლოებით 10 ათასი კმ/სთ) ესხმის თავს.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის სამხედრო-სამრეწველო ობიექტზე - „სამხრეთის მანქანათმშენებელ ქარხანაზე" - სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელ მსხვილ უკრაინულ საწარმოზე და დარტყმის მიზანი მიღწეულია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა „ორეშნიკით" იერიში მიიტანა კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის გამოყენების საპასუხოდ.
რუსეთმა შესაძლოა გააგრძელოს „ორეშნიკის" გამოყენება და მომავალში, „საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე გასანადგურებელი სამიზნეების შერჩევის" შემდეგ, რუსეთი „წინასწარ გააფრთხილებს მშვიდობიან მოსახლეობას და სთხოვს უკრაინაში მყოფი მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებს, დატოვონ საშიში ზონები“, - განაცხადა პუტინმა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" ინფორმაციით, რუსეთმა შეერთებული შტატებს წინასწარ აცნობა, რომ ბალისტიკური რაკეტით დარტყმა მოხდებოდა.
დასავლეთის სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმით სიგნალი დასავლეთს გაუგზავნა. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთს ასეთი ბალისტიკური რაკეტები შეზღუდული რაოდენობით ექნება და მათი გამოყენებით უკრაინასთან ომში სიტუაციის კარდინალური ცვლილებები ვერ მოხდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტა დნეპროპეტროვსკიდან დაახლოებით 800 კმ-ის დაშორებული ასტრახანის მიდამოებიდან მოხდა. რაკეტას შეუძლია დაარტყას 5500 კმ-ით დაშორებულ სამიზნეს და მეტ მანძილზე სამიზნეს და გაანადგუროს იმდენი, რამდენის განადგურებაც 10-15 დიდ ბომბს შეუძლია.