პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. 

მან გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილი უსაბუთებდა, რომ ყველანაირად კარგი იქნებოდა, თუ ავტოდრომს დათმობდნენ, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამ ადგილას რუსთავის ავტო ბაზრობის მშენებლობა იგეგმებოდა. ოგბაიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში ფიგურირებს გიორგი უდესიანი.

"ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ტელეფონი მომაწოდეს, შენთან უნდათ დალაპარაკებაო და მან მითხრა, რომ ამერიკაში იყო და რომ ჩამოვიდოდა, ამ ავტოდრომის თაობაზე უნდა შევხვედროდით. [მერაბიშვილი] რომ ჩამოვიდა, დამირეკა ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა და დაახლოებით 40 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელ გუბერნატორ, ზურაბ მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც წამიყვანა რუსთავის ფუნიკულიორს რასაც ეძახიან და მეუბნებოდა, იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილებიო.

მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ, როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ კეთდებოდა ავტო-ბაზრობა, რომელსაც აქეთა მხარეს, თბილისიდან რომ მივდივართ, გზის მარცხენა მხარეს გიორგი უდესიანია და ხელმარჯვნივ, არ ფიგურირებს, მაგრამ, ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის მშენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი." - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.