ბუდაპეშტში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადის მე-9 ტურის შეხვედრები.
საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტურში ქართველმა ქალებმა ფრანგები 3,5:0,5 დაამარცხეს.
საქართველოს ქალთა ნაკრებს ცხრა ტურის შემდეგ ექვსი მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება აქვს და 14 ქულით მესამე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფს
1. ყაზახეთი - 16 ქულა
2. ინდოეთი - 15 ქულა
3-11. აშშ, გერმანია, ესპანეთი, ვიეტნამი, პოლონეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი - 14 ქულა
ქართველმა კაცებმა მეცხრე ტურში უკრაინელებთან 1:3 წააგეს და ლიდერებს ჩამორჩნენ. მათ ცხრა ტურის შემდეგ ოთხი მოგება და ოთხი ფრე აქვთ და ერთი წაგება აქვთ.
1. ინდოეთი - 17 ქულა
2-4. აშშ, უზბეკეთი, ჩინეთი - 15 ქულა
...
20-39. საქართველო - 12 ქულა
შეჯიბრების დასრულებამდე ორი ტური დარჩა.
მე-10 ტურში ქალები ყაზახებს შეხვდებიან, კაცები კი ფილიპინელებს.