ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, სასულიერო პირებთან, მოქალაქეებთან, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
„ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ოჯახი, ტრადიციული ფასეულობები და ეროვნული ღირებულებები ყველას გვაერთიანებს! ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს - ოჯახის სიწმინდის დღეს! მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.