ბუდაპეშტში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტურის შეხვედრები.

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტურში ქართველმა ქალებმა ბულგარელებთან ოთხივე პარტია ყაიმით დაასრულეს.   

საქართველოს ქალთა ნაკრებს რვა ტურის შემდეგ ხუთი მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება აქვს და 12 ქულით  მე-16 ადგილზე იმყოფება.

1-3. ინდოეთი - 14 ქულა
1-3. პოლონეთი - 14 ქულა.
1-3. ყაზახეთი -14 ქულა
4-6. აშშ - 13 ქულა  
4-6. სომხეთი - 13 ქულა
4-6. უკრაინა - 13 ქულა
7-17. ჩინეთი - 12 ქულა
7-17. შვეიცარია - 12 ქულა
7-17. ვიეტნამი - 12 ქულა
7-17. ესპანეთი - 12 ქულა
7-17. გერმანია - 12 ქულა
7-17. ინგლისი - 12 ქულა
7-17. ბულგარეთი - 12 ქულა
7-17. საფრანგეთი - 12 ქულა
7-17. თურქეთი - 12 ქულა 
7-17. საქართველო - 12 ქულა  
7-17. ნიდერლანდები - 12 ქულა  

ქართველმა კაცებმა მერვე ტურში ნიდერლანდელებს ორი შეხვედრა მოუგეს, მაგრამ ორი წააგეს და  ფრეს დასჯერდნენ. მათ რვა ტურის შემდეგ ოთხი მოგება და ოთხი  ფრე აქვთ და 12 ქულით მე-12 ადგილზე არიან.

1. ინდოეთი - 16 ქულა
2-3. უზბეკეთი - 14 ქულა
2-3. უნგრეთი - 14 ქულა
4-5. ჩინეთი - 13 ქულა
4-5. აშშ - 13 ქულა
6-19. ვიეტნამი - 12 ქულა
6-19. გერმანია - 12 ქულა
6-19. ესპანეთი - 12 ქულა
6-19. უკრაინა - 12 ქულა
6-19. ნორვეგია - 12 ქულა
6=19. საქართველო - 12 ქულა

მეცხრე ტურში ქალები ფრანგებს შეხვდებიან, კაცები კი  უკრაინელებს.