ბუდაპეშტში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები.
საქართველოს ქალთა გუნდმა ლიდერთან, ყაზახეთის ნაკრებთან შეხვედრა 2:2 დაასრულეს.
ქართველ ქალებს ბოლო ტურის წინ ექვსი მოგება, სამი ფრე და ერთი წაგება აქვთ და 15 ქულით მეხუთე--მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.
1-2. ინდოეთი - 17 ქულა
1-2. ყაზახეთი - 17 ქულა
3-4. აშშ - 16 ქულა
3-4. პოლონეთი - 16 ქულა
5-9. ესპანეთი - 15 ქულა
5-9. სომხეთი - 15 ქულა
5-9. საქართველო - 15 ქულა
5-9. უნგრეთი - 15 ქულა
5-9. აზერბაიჯანი - 15 ქულა
ქართველმა კაცებმა ფილიპინელებს ანგარიშით 2,5:1,5 სძლიეს.
ბოლო ტურის წინ მათ 5 გამარჯვება, ოთხი ფრე და ერთი წაგება აქვთ და 14 ქულით
1. ინდოეთი - 19 ქულა
2. ჩინეთი - 17 ქულა
3. სლოვენია - 16 ქულა
4-11. აშშ - 15 ქულა
4-11. უზბეკეთი - 15 ქულა
4-11. უკრაინა - 15 ქულა
4-11. სერბეთი - 15 ქულა
4-11. უნგრეთი - 15 ქულა
4-11. სომხეთი - 15 ქულა
4-11. ესპანეთი - 15 ქულა
4-11. საფრანგეთი - 15 ქულა
12-24. საქართველო - 14 ქულა
ქალთა პირველობაზე ბოლო ტურში ყაზახეთი აშშ-ს ხვდება, საქართველო კი პოლონეთს. ამრიგად საქართველოს მოგების შემთხვევაშიც კი პირველი ადგილის დაკავებას ვერ შეძლებს.
ქართველლი კაცები ბოლო ტურში პოლონეთს შეხვდებიან. მათ ბოლო ტურის წინ 14 ქულა აქვთ.
მასალა განახლებულია.