მაიამის „ჰარდ როკ სტედიუმზე“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. 

მადრიდის „რეალის“ და ტურინის „იუვენტუსის“ შეხვედრა მადრიდელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მინიმალური ანგარიშით წაგებას ტურინელები მეკარე მიკელე დი გრეგორიოს უნდა უმადლოდნენ. მან რამდენჯერმე გადაარჩინა კარი აშკარა გოლს.

„რეალი“ - „იუვენტუსი“ 1:0(1:0)
გოლი: 54' გონსალო გარსია

მეოთხედფინალში „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ და მეხიკოს „მონტერეის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.