სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მათ შორის, უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მასალებზე წვდომა და საჭირო ტექნოლოგიური საშუალებები.
სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვას.
ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს
შეგახსენებთ, დღეს, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რეგისტრაცია გაიარა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა