პარიზში, „პარკ დე პრენსზე“, უეფას თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა.

მატჩში, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ 2:0 მოიგო, გიორგი მამარდაშვილის კარში მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

Flashscore-მ ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება (8,6) მისცა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ლივერპულის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება (6,9) Flashscore-მ გიორგი მამარდაშვილს მისცა.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.