უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირზე ძირითადი ბადის პირველი წრის შეხვედრები მიმდინარეობს.
ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს (N116), უიმბლდონის პირველ წრეში მეტოქედ მსოფლიო რეიტინგის N6 ჩოგანი, იტალიელი ლორენცო მუსეტი ჰყავდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა და მეტოქე 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.