შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა.

G ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ „იუვენტუსი“ გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.  ალ აინის „ალ აინის“ და კასაბლანკას „ვიდადის“ შეხვედრაში გამარჯვება არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა მოიპოვეს და ჯგუში მესამე ადგილზე გავიდნენ.

„მანჩესტერ სიტი“ - „იუვენტუსი“ 5:2()
გოლები: 9' ჯერემი დოკუ 1:0, 11' ტეუნ კოოპმაინერსი 1:1, 26' პიერ კალულუ, საკუთარ კარში 2:1, 52' ერლინ ჰოლანი 3:1, 69' ფილ ფოდენი 4:1, 75' სავინიო 5:1, 84' დუშან ვლაჰოვიჩი 5:2


„ალ აინი“ ალ აინი (არაბთა გაერთიანებული სამიროები) - „ვიდადი“ კასაბლანკა (მაროკო 2:1(1:1)
გოლები: 4' კასიუს მაილულა 0:1, 45+1' კოჯო ლაბა, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 50' კაკუ 2:1


H ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ ზალცბურგის „ზალცბურგი“ 3:0 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. ავსტრიელების მარცხმა ერ-რიადის „ალ ჰილალს“ მერვედფინალში გასვლის შანსი მისცა და მან ეს შანსი გამოიყენა.

„რეალი“ - „ზალცბურგი“ 3:0(2:0)
გოლები: 40' ვინისიუსი 0:1, 45+3' ფედერიკო ვალვერდე 0:2, 84' გონსალო გარსია 3:0


„ალ ჰილალი“ ერ-რიადი (საუდის არაბეთი) - „პაჩუკა“ პაჩუკა-დე-სოტო (მექსიკა) 2:0(1:0)
გოლები: 22' სალემ ალ დავსარი 1:0, 90+5' მარკოს ლეონარდო 2:0





 მერვედფინალური თამაშების განრიგი ასეთია:

28.06 „პალმეირასი“ - „ბოტაფოგო“
29.06 „ბენფიკა“ - „ჩელსი“
29.06 „პარი სენ-ჟერმენი“ - „ინტერი“ მაიამი
30.06 „ფლამენგო“ - „ბაიერნი“
30.06 „ინტერი“ მილანი - „ფლუმინენსე“
01.07 „მანჩესტერ სიტი“ - „ალ ჰილალი“
01.07 „რეალი“ - „იუვენტუსი“
02.07 „ბორუსია“ დორტმუნდი - „მონტერეი“