თავის არეში მიღებული  ცეცხლნასროლი ჭრილობით მამაკაცს  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაციაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ცნობისთვის, შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს,ღამით,  ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

არსებული  ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციიის თანამშრომლის  მხრიდან, რომელიც იმავე სუფრასთან იმყოფებოდა, არასამსახურებრივი იარაღით,  შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია,შემდეგ კი სუფრასთან მყოფ  მამაკაცს მოხვდა. 

შეგახსენებთ, პროკურატურამ სოფელ რუისპირში მომხდარი კაცის დაჭრის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა