საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა და 39 - 13 მოიგო. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიზი ქაჯაია დასახელდა.

სტატისტიკა:
ძამუნაშვილი 8 (გოლი), ლაფერაძე 6, ქაჯაია 6, არაბიძე 6, ოდიკაძე 4, კოვზირიძე 3, გობეჯიშვილი 2, რურუა 1, მუშკუდიანი 1, ჯანდიერი 1, დოღაძე 1, ჭინჭარაული, კახნიაშვილი.

გაწერელია 60% (15 დარტყმა / 9 მოგერიება), საბაშვილი 50% (12/6), ბარათაშვილი 66,67% (3/2). 

ცნობისათვის, გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობს სლოვენიასთან, ლიეტუვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და აზერბაიჯანთან ერთად. 

თამაშების განრიგი:

7 აგვისტო 13:30 ლიეტუვა - საქართველო
9 აგვისტო 11:15 საქართველო - სლოვენია
10 აგვისტო 13:30 საქართველო - ბოსნია ჰერცეგოვინა