თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდელ მოჭადრაკეებს შორის, საქართველოს ჩემპიონის ტიტული ფოთელმა მოჭადრაკემ, 9 წლის გიორგი წულაიამ მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელის, გოჩა ჩაჩუას განცხადებით, გიორგიმ ამ წარმატებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა!