მიუნხენში, „ალიანც არენაზე" ბოლოსწინა მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

ნიდერლანდების და რუმინეთის გუნდების შეხვედრაში უპირატესობა ნიდერლანდების მხარეს იყო. მათ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ნიდერლანდები - რუმინეთი 3:0(1:0)
გოლები: 20' კოდი გაკპო 1:0, 83' და 90' დონიელ მალენი 2:0 და 3:0

მეოთხედფინალში ნიდერლანდები ავსტრიას და თურქეთს შორის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება