საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები, თითქოს წამყვანი დიმა ობოლაძე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევს ქართველ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს. მოგვიანებით, ბუდუ ზივზივაძის მამამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსგავსი ფაქტი სიმართლე არ იყო. 

"მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს..მადლობა რომ გიყვართ ბუდუ სამართლიანები ვიყოთ" - წერს კახა ზივზივაძე.