ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება. კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.

შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00-დან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩაიკეტება.