საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები, თითქოს წამყვანი დიმა ობოლაძე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევს ქართველ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს. 

მედიასთან ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა ზივზივაძემ.

მანამდე კი ბუდუს მამად "ფეისბუკში" დაწერა:  ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს... სამართლიანები ვიყოთ