მადრიდში, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში ერთმანეთს „რეალი" და „სევილია" შეხვდნენ
„სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე მატჩის დაწყების მინდორზე გავიდა და უამრავი მაყურებლის თვალწინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა შერეული ორთაბრძოლების UFC ორგანიზაციის ჩემპიონმა ქვემსუბუქ წონაში, მადრიდის „რეალის" დიდმა გულშემატკივარმა ილია თოფურიამ.
ილია თოფურიამ ბურთი თამაშში შეიყვანა და ამის შემდეგ სტადიონზე შეკრებილებთა მიმართ პატივისცემა თავისი საფირმო სალმით გამოხატა.
მადრიდის „რეალის" და „სევილიას" შეხვედრა „რეალის" გამარჯვებით დასრულდა.
„რეალი" - „სევილია" 1:0(0:0
გოლი: 81' ლუკა მოდრიჩი