საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
ნაკრები ევრო2024-ზე ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში გადავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა.
ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით ქართველი გულშემატკივრის 30-წლიანი ოცნება აასრულა.
ეროვნული ნაკრები ევრო2024-ზე დებიუტანტის სტატუსით ატარებდა მატჩს, თუმცა იმდენად შთამბეჭდავი და გუნდური თამაში აჩვენეს სპორტულ სამყაროს, რომ არ დარჩენილი მსოფლიო პრესა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე არ წერდეს.
დღეს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი , 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე იკრიბება. სადაც, წარმატებულად ჩატარებული ჩემპიონატისთვის მადლობას გადაუხდის საფეხბურთო ნაკრებს.
21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.
ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა.
პ.ს. ფოტო - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.