ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
დორტმუნდელი სერუ გირასის ადრეულ დუბლს „მონტერეის“ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი ერთადერთი გოლით უპასუხეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
„ბორუსია" მეოთხედფინალში „რეალს“ შეხვდება.
„ბორუსია“ დორტმუნდი - „მონტერეი“ მეხიკო 2:0(1:0)
გოლები: 14' და 24' სერუ გირასი 1:0 და 2:0, 48' ხერმან ბერტრამე 2:1
მეოთხედფინალური შეხვედრების განრიგი ასეთია:
04.07 ორლანდო, „კემპინგ ვორლდ სტედიუმი“, ტევადობა 65 194 მაყურებელი
„ფლუმინენსე“ რიო-დე-ჟანეირო - „ალ ჰილალი
05.07 ფილადელფია, „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“, ტევადობა 67594 მაყურებელი
„პალმეირასი“ - „ჩელსი“ ლონდონი
05.07 ატლანტა, „მერსედეს-ნენც სტედიუმი“ ტევადობა71000 მაყურებელი
„პარი სენ-ჟერმენი“ პარიზი - „ბაიერნი“ მიუნხენი
06.07 ისტ-რატერფორდი, „მეტლაიფი“, ტევადობა 82566 მაყურებელი
„რეალი“ მადრიდი - „ბორუსია“ დორტმუნდი