მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი "რონალდინიო თბილისშია." ამის შესახებ თბილისი მერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
რონალდინიო ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელია, თამაშობდა შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად ესპანურ კლუბ „ბარსელონას ელჩია.
უკანასკნელად თამაშობდა ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“. მფლობელი „ოქროს ბურთისა“, რომელიც გადაეცა 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. 2004 და 2005 წლების მსოფლიოს წლის ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით.
შეგახსენებთ, „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება,
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.