მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ირაკლი კვირიკაშვილმა მატჩი 75-ე წუთზე დაასრულა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, სადაც„მილანელებმა“ 3:1 გაიმარჯვეს.