ხვიჩა კვარაცხელია „ბრესტთან“ (7:0) ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და კილიან მბაპესთან ერთად საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ამ შევხედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.
ანალიტიკურმა საფეხბურთო გვერდმა Whoscored.com-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, მადრიდის „რეალის“ ლიდერს, კილიან მბაპეს უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაუწერა და ორივე ტურის საუკეთესო მოთამაშედ გამოაცხადა და სუმბოლურ ნაკრებში დაასახელა.