პერუს დედაქალაქ ლიმაში დასასრულს მიახლოვდა ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზა და მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა თორნიკე გიგაურმა.
სამწუხაროდ, თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და უმედლოდ დარჩნენ.
კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა, დიდი ბრიტანეთის სახელი მოასპარეზე ირაკლი გოგინაშვილი იყო. მან ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში შვედეთის სახელით მოასპარეზე სომეხ ნარეკ ვარდანიანს სძლია.