პოდგორიცაში, ძიოდოსტთა ევროპის პირველობაზე. ქალთა 57-63 კგ და კაცთა 73 კგ წონითი კატეგორიების ფინალური შეხვედრები დაიწყო.
ქალთა 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანი ვაზარით დამარცხდა გერმანელ სეია ბალჰაუსთან.
ეთერ ლიპარტელიანი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
1. სეია ბალჰაუსი (გერმანია)
2. ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)
3. მართა ფავაზი (საფრანგეთი)
3. ვერონიკა ტონიოლო (იტალია)
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.